კანონპროექტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად

17 მარტი 2019, 00:00 1135 ნახვა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს. ერთი კანონპროექტის ინიციატორი  “ევროპული საქართველოა”, მეორის – ეკა ბესელია და 12 დეპუტატი, ხოლო მესამის – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.  დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ზოგადი წესი არსებობს, კერძოდ, პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს  სრული შემადგენლობის უმრავლესობით  უვადოდ ირჩევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლეა. 2018 წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატების სიამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დისკუსია პროცედურების დახვეწაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა ვენეციის კომისიას საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიოს ინფორმაციით, კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს, რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი