ფერმერთა მომსახურების ცენტრი ხულოში

16 მარტი 2019, 00:00 981 ნახვა

ხულოში ფერმერთა და  აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ცენტრში მოქალაქეები ადგილობრივად წარმოებული  სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სარეალიზაციოდ  მომზადებას  მოახერხებენ.

დაწესებულება  აღიჭურვება თანამედროვე დანადგარებითა და დაკომპლექტდება პერსონალით. პროდუქცია ადგილზე  შეიფუთება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიეწოდება ბაზარს. მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილების სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მომსახურების ცენტრის ექსპლოატაციაში შესვლა მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. მშენებლობისთვის ორასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში