დასვენების დღეებში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს. მთასა და მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი.
17-18 მარტს ბათუმში და ქობულეთში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. ხულოში +4,+6, შუახევში +5,+7, გოდერძის უღელტეხილზე -3,-1 გრადუსი.
სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა იქნება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვის გააქტიურება.
შაბათ - კვირას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.