ჯეტროს პრეზიდენტი - საქართველოს აქვს რესურსი, იყოს საიმედო პარტნიორი

15 მარტი 2019, 00:00 1309 ნახვა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა. განიხილეს  საქართველოში არსებული  საინვესტიციო გარემო და რეფორმები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას  ეხება.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ტოკიოში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი