გენინსპექცია იმ პოლიციელების მუშაობას შეისწავლის, ვინც ბათუმში საკონდიტროს გაქურდვის ფაქტს იძიებს

14 მარტი 2019, 00:00 5136 ნახვა

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გუშინ ღამით უკვე მესამედ გაქურდეს. მაღაზიის შესასვლელი კარი დაზიანებულია, წაღებულია მცირეოდენი თანხაც. ქურდობის ფაქტზე ადგილზე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.

საკონდიტროს მეპატრონის ახლობელი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პოლიციელებს გასული ორი ქურდობის შესახებ მოსთხოვეს ინფორმაციის მიწოდება, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"ვკითხეთ, რატომ არ აქვს დაზარალებულ მხარეს ინფორმაცია გასული ორი ქურდობის შესახებ, რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა დადგენილი პირები და რატომ არ აცნობეს დაზარალებულებს კანონის შესაბამისად გამოძიების შედეგები. პოლიციელებმა მითხრეს, რომ  მოგვეკითხა ამბავი და გავიგებდით პოლიციაში, რაზეც კანონი განვუმარტე. ბილოს მითხრეს, რომ ქალი არ იყო კი ვიცი რასაც გიზამდიო, ამის შემდეგ დავპირდი გენერალურ ინსპექციაში დავრეკავთქო და უფრო გაბრაზდა, რას მემუქრებიო..." - ამბობს ნაზიბროლა რეხვიაშვილი. 

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე გენერალურმა პოლიციამ სამსახურებრივი მოკვლევა დღეს დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი