სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილი მოზარდებს გაესაუბრა, რომლებიც ცენტრში IT-სფეროში საქმიანობას – ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი გუშინ სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა.