პარლამენტარიზმის 100 წლისთავი - საიუბილეო საღამო 

12 მარტი 2019, 00:00 1134 ნახვა

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძებები შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას. ამის შემდეგ კი სპექტაკლი  „ბედი ქართლისა“ გაიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასი წლის წინ არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა მართლაც განუზომელია საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობისათვის. პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას 100 წლის წინანდელ მოვლენებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა თარიღის მნიშვნელობაზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი