დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა - სუსი

12 მარტი 2019, 00:00 1470 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონში თავი მოიკლა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებული ჰყავდა. სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე ობიექტური მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. 

''ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა'' - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი