ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი – საშტაბო საქმიანობას ეწევა, ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათი დავალება საკონტროლო გამშვებ- პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა.