ვინ ჭრის ხეებს ზენითში?

06 მარტი 2019, 00:00 1713 ნახვა

ისევ, გაურკვეველია ვისი ნებართვით იჭრება ხეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში - ეს ის ადგილია საიდანაც დენდროლოგიური პარკისთვის ხე უნდა გაიტანონ და სადაც მეორედ დაიხარჯა გზის კეთილმოწყობისთვის გასულ წელს ფული, ოღონდ მეორე შემთხვევაში მიზეზად გაფართოვების აუცილებლობა სახელდებოდა.

ამ სოფელში გვიყვებიან, რომ ხშირად ეთიშებათ ელექტროენერგია. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით სოფელს, ელექტროენერგიის მიწოდება სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე შეუწყვიტეს, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთის გავლის გამოც. ასეთი კი ამჟამად ამ სოფელში ის კონსტრუქციაა, რომლითაც ხის გატანა იგეგმება დენდროლოგიურ პარკისთვის. ფაქტობრივად ყველაფერი ცხადია, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. 

ამავე კატეგორიაში