სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით, შავშეთის ქუჩიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე კილომეტრზე მეტი მონაკვეთი მოწესრიგდება. იცვლება გრუნტი, პარალელურად იწყება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების სამუშაოები.
ქუჩის კეთილმოწყობა დეკემბერში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. გათვალისწინებულია 2 მილიონ ნახევარი ლარი.