''ცისფერი სამშობლო 2019'' წვრთნების ფარგლებში ბათუმის პორტში ორი თურქული გემი შემოვიდა

06 მარტი 2019, 00:00 1717 ნახვა

„ცისფერი სამშობლო 2019’’ - სამხედრო საზღვაო წვრთნების ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში თურქული გემები შემოვიდა. გაიმართა დახვედრის ცერემონიალი, რომელსაც რეგიონის მთავრობის წევრები დაესწრნენ.  

გემები ორი დღის განმავლობაში საჯარო ვიზიტებისთვის გაიხსნება და  მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ნავსადგურის ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვის გემებით ზღვის წვრთნები განხორციელდება. ‘’ცისფერი სამშობლო 2019’’- ის ფარგლებში 103 გემის მონაწილეობით წვრთნები შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ხორციელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი