რა  ვითარებაა  დღის ბოლოს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში?

03 მარტი 2019, 00:00 1595 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში აღარ თოვს. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა თითქმის 1 მეტრს დაბაში კი 30 სანტიმეტრს მიაღწია. მერის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა და ამ დროისათვის ყველა ადმინისტრაციული ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია.

იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც. მოძრაობა თავისუფალია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. ამ დრომდე შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ და დენის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი