ბათუმში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთასთან, ე.წ. კინო სახლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. თუმცა, შესაძლოა ამას სახლის მფლობელები არ დათანხმდნენ. როგორც ცნობილი გახდა, სახლის მესაკუთრეებს, რეაბილიტაციის ნებართვის სანაცვლოდ, კონკრეტული მოთხოვნები აქვთ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს გადაწყვეტილების მისაღებად, ხვალამდე მისცა ვადა. თუ მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, სავარაუდოდ, სარეაბილიტაციო თანხები სხვა ძეგლის რესტავრაციაზე დაიხარჯება.