მართვის მოწმობის შეცვლა დღესაც შეგიძლიათ

24 თებერვალი 2019, 00:00 1760 ნახვა

C, D და E კატეგორიების მოწმობის შეცვლა დღეს ბათუმის სერვის-ცენტრში 18 საათამდეა შესაძლებელი. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით მუშაობს.

1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს, საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. მოქალაქეებმა დოკუმენტაციის გასაახლებლად მომსახურების სააგენტოში, ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი და არსებული მართვის მოწმობები უნდა წარადგინონ. საფასური 15 ლარია, აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს.

ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი