მწვავე პნევმონიით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი რაიონულ საავადმყოფოში გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მათ ბავშვის წაბლანიდან ტრანსპორტირებისთვის, რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა 15:00 საათისთვის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკის მენეჯერის განმარტებით, გრიპის ნიშნებით სოფელ წაბლანიდან საავადმყოფოში კიდევ 8 არასრულწლოვანი შეიყვანეს.