600 ათასი ლარი ორი ცხრასართულიანი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციისთვის

23 თებერვალი 2019, 00:00 1910 ნახვა

ბათუმში ნონეშვილის ქუჩაზე ორი ცხრასართულიანი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციაზე 600 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ გამოაცხადა. როგორც სამმართველოში ამბობენ, შენობაში ოთხივე მხრიდან  წყალი შედის და გადაწყვეტილება კორპუსის მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ მიიღეს. 

ბათუმში  ფასადების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე იგეგმება.  ამ ეტაპზე  კი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ქუჩაზე  41  ნომერში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი