98 წელი გავიდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დაბეჭდვის შემდეგ. 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია გამოსცეს, ის ბათუმში დაიბეჭდა. მან მხოლოდ 4 დღე იარსება, რადგან 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული.
თარიღთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ბათუმის წარმომადგენლობა ყოფილი სტამბის შენობასთან შეიკრიბა, სადაც ამ დოკუმენტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.