''ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის'' -თორნიკე რიჟვაძის პასუხი სამოქალაქო საზოგადოებას

01 თებერვალი 2019, 00:00 1931 ნახვა

„თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ეს სფერო წლებია ჰქონდათ ნარკობიზნესად ქცეული, სწორედ ამიტომ მე ვიქნები შეურიგებელი და გავატარებ იმ პოლიტიკას, რომელიც არ ემსახურება ვაჭრობას“ - ეს თორნიკე რიჟვაძის ახალი განცხადებაა.

მთავრობის თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით გამოეხმაურა მის მიერვე დღის პირველ ნახევარში გაკეთებულ განცხადებას. ამასთან, აღნიშნა  რომ არიან ადამიანები ვინც ძველ ბათუმს გულანთებული იცავს. კონკრეტული პირები მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია.

ერთიანად, ღია წერილის ავტორებს და ბათუმის სხვა დამცველებს კი დღეს შემდეგი ფრაზით მიმართა - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - ასე ფიქრობს თორნიკე რიჟვაძე. ჩნდება კითხვა რას ნიშნავს, ან ნიშნავს თუ არა რაიმეს მთავრობის თავმჯდომარისთვის ხალხის ხმა?  მისი ეს პასუხი დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ გააკრიტიკა. კრიტიკა მოჰყვება სავარაუდოდ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ ახალ განცხადებასაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი