1 დეკემბრიდან საქართველოში ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის თანახმად მყარი ნარჩენების მართვაში მწარმოებელს გაფართოებული ვალდებულებები დაეკისრება, რაც ნაწარმის რეალიზაციისას წარმოქმნილი ნარჩენის მართვასაც გულისხმობს.
„ახალი რეგულაციები, საქართველო- ევროკავშირის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გარემოსდაცვითი კუთხით გასატარებელი ღონისძიებები“- ამ თემებზე ორი დღეა ექსპერტები, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სემინარზე მსჯელობენ . შეხვედრაზე განიხილება ასევე გარემოსდაცვით სფეროში ინსპექტირებისას წარმოქმნილი პრობლემები, ეფექტური მექანიზმების არსებობა და მედიის როლი.