''მაგთი'' ტარიფებს დროებით ვერ აძვირებს

15 თებერვალი 2019, 00:00 1718 ნახვა

''მაგთი'' მოქალაქეებს ტარიფებს დროებით ვერ გაუძვირებს. დაანონსებული ცვლილებები შეჩერებულია. გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ კომპანიის გადაწყვეტილება მომხმარებელს ზიანს აყენებს. ამიტომ ''მაგთიკომს'' დაევალა კვლევის დასრულებამდე გაძვირების პროცესი შეაჩეროს.

''კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში'' - წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „მაგთიკომს“ ტარიფები 18 თებერვლიდან უნდა გაეძვირებინა. ამის შესახებ ცნობილი დაახლოებით, ერთი თვის წინ გახდა. ჯეოსელისა და მაგთის ვებგვერდზე განახლებული პაკეტების შესახებ ინფორმაციაც განთავსდა. 

იმავე დღეს, 21 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ტარიფის ცვლილების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. შემდეგ კი ბაზრის კვლევა დაიწყო. 

მოთხოვნა კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. „მაგთიკომმა“ კი გადაწყვეტილებას არ გადახედა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი