დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ კუთხით კანონის გამკაცრების არაერთი მცდელობა იყო, განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილება.
ქვეყანაში ამ მხრივ რთულ ვითარებას მშრომელთა საპროტესტო გამოსვლები და შრომითი დავების რაოდენობაც ადასტურებს. მწვავე სტატისტიკას მოწმობს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა გარდაცვალებისა და ფიზიკური დაშავების ფაქტები. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო გასული წელს მაღაროებსა და შახტებში დაღუპულთა სტატისტიკა, როცა ერთ დღეს 6 ადამიანი დაიღუპა მინდელის შახტში, შემდეგ კი ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი.
ჩვენ შრომითი უსაფრთხოების თემას კიდევ ერთხელ, გუშინ ბათუმში მომხდარი ინცინდენტის გამო დავუბრუნდით. ივანე მესხის ქუჩაზე სამუშაოების შესრულების დროს 3 მუშა დაშავდა, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.