პროტესტი ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის მონტაჟის გამო

08 თებერვალი 2019, 00:00 1139 ნახვა

ამ წუთებში -ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.  შეხვედრას ქართული მხრიდან უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ესწრება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფელ ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟება იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით  ამ საკითხზე  ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან ორი დღის წინ დაიწყო, ხოლო გუშინ კვლავ განახლდა. ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი