''ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?'' - ბაჩანა შენგელია მიხეილ ბატიაშვილს

08 თებერვალი 2019, 00:00 1293 ნახვა

ია კერზაიას შვილი დედის გარდაცვალებასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის შემოწმების საქმეზე გამოძიებას ითხოვს. როგორც ბაჩანა შენგელიამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ია კერზაიას გარდაცვალებაზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები გამოძიების დასაწყებად. მისივე თქმით, „ია კერზაიას მორალური სასამართლო მოუწყვეს, შემოწმების აქტი მისთვის მორალური სასჯელი იყო, რომელიც ვერ გადაიტანა“.

განათლების კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც  ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, მსჯელობა ხმაურით მიმდინარეობდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ.

ამავე კატეგორიაში