დაბა შუახევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, გამოიცვალა შენობის სახურავი, გარემონტდა შიდა და გარე ფასადი, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები.
ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემაა დამონტაჟებული. რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებდა. შუახევში სულ 10 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.