მერაბ ბლადაძის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა - განხილვა იურიდიულ კომიტეტში

04 თებერვალი 2019, 00:00 1421 ნახვა

უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს მერაბ ბლადაძე  შეცვლის,  უფლებამოსილების  ცნობისთვის   აჭარის  უმაღლესმა  საარჩევნო  კომისიამ  ‘’პატრიოტთა ალიანსის ‘’  პროპორციული  სიის  მესამე ნომერი უმაღლეს   საბჭოს  უკვე   წარუდგინა. ზაზა ოქუაშვილის ადგილმონაცვლის საკითხზე დღეს საკონსტიტუციო,იურიდიულ  და საპროცედურო  საკითხთა  კომიტეტზე  იმსჯელებენ.  ამის შემდეგ კი უფლებამოსილების  ცნობის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.  ზაზა ოქუაშვილმა   უმაღლესი  საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მან უმაღლეს  საბჭოს  დეკემბერის   ბოლოს  მიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი