უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები.
ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ, ადვოკატები კრებაზე შეიმუშავებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნებათ.