შესაძლოა კომერციულმა დაწესებულებებმა მომსახურების საფასური გაზარდონ, ამას ძირითადად ვალუტის კურსსა და გაზრდილ კომუნალურ გადასახადს უკავშირებენ - მათ შორისაა ბუნებრივი აირის გადასახადი, რომელიც 1 მარტიდან მაღაზიების, რესტორნებისა და კაფეებისთვის 9 თეთრით გაძვირდება და 1 კუბური მეტრი 95 თეთრი ეღირება. ასეთი ობიექტი აჭარაში 900-მდეა, მათ შორისაა მსხვილი საწარმოები, ასევე ტერმინალი.
გაზის მომწოდებელ კომპანიაში დღის ბოლოს დააზუსტეს, რომ ტარიფის ცვლილება არ შეეხება პურის ქარხნებს, რომლებსაც ფქვილის ფასის ზრდის გამო ისედაც მოუხდათ პურზე ფასის მომატება.