,,ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როცა დიდ სახელმწიფოს უპირისპირდები“- ასე სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
ნინო ლომჯარიამ ამ ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება.