ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გასულ წელს დასრულებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობაში განსაკუთრებით პრიორიტეტულია წყალმომარაგების, გზების, სტიქიის პრევენციის, განათლებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის მიმართულებები.
ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერ-მინისტრი ესწრება. მამუკა ბახტაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.