საცხოვრებელი ბინები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად

30 იანვარი 2019, 00:00 4219 ნახვა

დაახლოებით ერთ კვირაში ბათუმში პირველად გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც ძველი ბულვარის კონსერვაცია - განვითარების გეგმის ტექნიკური დავალება უნდა შეიმუშავოს - ამის შესახებ დღეს ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს. უკვე გამოყოფილია 250 ათასი ლარი, დოკუმენტი კი მზად წლის ბოლომდე უნდა იყოს. ამბობენ, რომ გეგმა რადიკალურად განსხვავებული იქნება იმ კონცეფციისგან, რომელსაც წლების წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ამჟამად ბულვარსა და მის მომიჯნავედ მშენებლობები ქაოსურად მიმდინარეობს - გრძელდება მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების, ან სასტუმროების განთავსება. ბინები იყიდება, წარსულში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განთავსებულ შენობაში, რომლისთვისაც 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს ის ადგილია რომელსაც რამდენიმე წლის წინ, პროტესტის მიუხედავად, სტატუსი შეუცვალეს და საერთოდ ამოიღეს ძეგლის დაცვის ზონიდან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი