პოლიტიკოსს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ- ასე აფასებს სახალხო დამცველი რეალობას, რომელშიც, ქალ საჯარო პირებს უწევთ მოღვაწეობა.
მოვლენებს კამპანია „ეს შენ გეხებაც“ გამოეხმაურა, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა აღკვეთოს. დღეს ყველა ძალა თანხმდება, რომ ჩანაწერებით პოლიტიკური ბრძოლა ამორალურია.