საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით ეს იყო პოზიტიური ვიზიტი, რომელიც გამოიხატა ყველა დონის შეხვედრაზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უფრო სწრაფად გაწევრიანების საკითხი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობისათვის, აუცილებელია, ევროკავშირის მეტი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ხოლო საქართველო უნდა გახდეს უფრო ცნობადი ევროპისათვის. მისი თქმით აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატების მოფიქრება განსაკუთრებით განათლების კუთხით.