თურქეთის გენერალური საკონსულო, ბათუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მურმან ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც თურქმა მებაჟეებმა დააკავეს.
თუმცა პოლიციის მიერ გამოკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. საკონსულომ საბაჟო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული კადრები მოგვაწოდა.