ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს - ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაა.
უწყების ცნობით არაერთგზის გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს ან თბილისის ატმოსფერული ჰაერის მთავარ პრობლემა ტყვიით დაბინძურებაა, არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის სხვადასხვა წერტილში 60-ზე მეტი სინჯი აიღეს.