ქართველმა მოჭიდავეებმა თეირანში ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს. საქართველოს ნაკრები "ტახტის თასზე" სათადარიგო არასრული შემადგენლობით გაემგზავრა, მედლები ედნარ შავაძის (67 კგ) და შალვა ხაჩიძის (87 კგ) ანგარიშზეა.
თითო გამარჯვება დააკლდათ ხვიჩა ჭითავას (63 კგ), თორნიკე ჯანგავაძეს (72 კგ) და ვალერი მურვანიძეს (97 კგ). საქართველოს ნაკრებმა 109 ქულით გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა. გამარჯვებული მასპინძელი ირანის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანი გავიდა.