''უშიშროება პირდაპირ გამოძიების და შესაბამისი პროცედურების გარეშე ვერ უნდა მისმენდეს'' - ექსპერტი ''ფარულ მოსმენებზე'' 

22 იანვარი 2019, 00:00 1659 ნახვა

აქვს თუ არა ზეგავლენა და კონტროლის მექანიზმი ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს? ე.წ. მოსმენების შესახებ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ.

პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელის ავტორი 326 მოქალაქესთან ერთად სახალხო დამცველიცაა. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის შეკითხვებს აიტი უსაფრთხოების  დარგში საერთაშორისო ექსპერტმა უპასუხა, რომელიც საქართველოში სწორედ მოსარჩელე მხარის მოწვევით ჩამოვიდა. 

დეივ ორელი დააახლოებით 3 საათის განმავლობაში პასუხობდა მოსამართლეების კითხვებს. პლენუმის წევრები დაინტერესდა როგორც ტექნიკური დეტალებით, ასევე იმ შესაძლო საფრთხეებით, რომელიც ტექნიკურ ოპერატიული სააგენტოს ფუნქციონირებას და საქართველოში არსებულ მოდელს შესაძლოა ჰქონდეს.

ირალანდიელმა ექსპერტმა პრობლემებზე საუბრისას თქვა, რომ რისკისსშემცველია, როდესაც არის შესაძლებლობა საგამოძიებო უწყებას ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგროვებს. მისი განმარტებით, ერთი უწყების დაქვემდებარებაში და ხელში არ უნდა იყოს თავმოყრილი, სხვადასხვა მიზნით შეგროვილი ინფორმაცია.

აიტი ტექნოლოგიების სპეციალისტმა ასევე იმ შესაძლებლობებზე და ფორმებზეც ისაუბრა, თუ როგორ, როდის და რა ხარჯით არის შესაძლებელი ფარული მიყურადების ალტერნატიული სისტემის შექმნა.

მოსამართლე მერაბ ტურავამ ექსპერტს კითხა

''რას ხედავს პრობლემას ქართულ სინამდვილეში და ქართულ რეალობაში, რომელიც კონსტიტუციურ სამართლებრივად და ზოგადად ტექნიკურად პრობლემურია, რომელიც მისი (როგორც ექსპერტის) აზრით ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. რა არის ის საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ თავის კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა შეცვალოს?

დეივ ორელმა მოსამართლეს უპასუხა, რომ უშიშროება პირდაპირ გამოძიების და შესაბამისი პროცედურების გარეშე, მოქალაქეებს ვერ უნდა უსმენდეს. 

''ზოგადათ თუ ვიტყვით ეს პრობლემა არის საფრთხეები, რომელიც შევნიშნეთ როდესაც საკითხს ვსწავლობდით. დაუშვათ მე ვარ საინტერესო პირი უშიშროების სამსახურისთვის, ვთქვათ მე დღეს ვარ ბათუმში, წინა კვირას ვიყავი თბილისში, საინტერესოა ვის შევხდი ბათუმში, სად ან ვის ვესაუბრე? ვისთან მქონდა  ტელეფონით კომუნიკაცია. გონივრული კითხვებია უშიშროების, მაგრამ გამოძიება როგორც წესი ამაზე არ მიდის.  ის კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოწმდება. უშიშროება პირდაპირ გამოძიების და შესაბამისი პროცედურების გარეშე ვერ უნდა მისმენდეს. როცა ერთი სააგენტო აკეთებს ორივეს და შესაძლებელია მარტივად ინფორმაცია ერთი კატეგორიიდან მეორეში გადადიოდეს'' - თქვა ექსპერტმა. 

სახალხო დამცველი და კიდევ ასობით მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოსგან იმ ჩანაწერის გაუქმებას ითხოვს, რომელიც ე.წ. უკანონო მოსმენებს უკავშირდება. საქმის განხილვა დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს. 

განახლებული: 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში