''მაგთის“, ''ჯეოსელისა“და ''სილქნეტის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იცვლება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.
მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება.
კომპანია ჯეოსელში განმარტავენ, რომ 1 მარტიდან კომპანია სატარიფო ცვლილებებს გეგმავს. ''როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს'' - წერია კომპანიის ვებგვერდზე.
აქამდე ჯეოსელის აბონენტებს "მეტი S"-ის შეძენა 5 ლარად შეეძლოთ, 18 თებერვლიდან 7 ლარის გადახდა მოუწევთ.
ფასის ზრდასთან ერთად 100-დან 300 MB-მდე გაიზარდა ინტერნეტის მოცულობა, SMS-ების კი 100-დან 300-მდე.
პაკეტი "მეტი M"-ის ღირებულება 18 თებერვლიდან 15 ლარი ხდება. გაზრდილი თანხის პირობებში 300 MB-დან 1 000 MB-მდე იზრდება ინტერნეტპაკეტი, 1 000 ნაცვლად კი ულიმიტო SMS-ებია გათვალისწინებული.
რაც შეეხება პაკეტს "მეტი უსასრულო", ის 5 ლარით ძვირდება და 30 ლარი ეღირება. პაკეტში 500 MB-ით არის გაზრდილი ინტერნეტი.
აქამდე ადგილობრივ ქსელებზე უსასრულო წუთები, 1 GB და უსასრულო SMS, 25 ლარი ღირდა.
დეტალური ინფორმაცია ახალ პაკეტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/2W7GRi3
რაც შეეხება მაგთიკომს, ტარიფს ''მაგთიც'' ცვლის. 18 თებერვლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს განახლებულ პაკეტ „მარტივს“, ნაცვლად „მარტივი 25“-სა. პაკეტში ინტერნეტის მოცულობა 500 მეგაბაიტით იზრდება.
კომპანიის ვებგვერდზე წერია:
მობილური ინტერნეტი: 1500 მბ (1000 მბ-ის ნაცვლად).
ლოკალური ზარები: ულიმიტო;
SMS/MMS: ულიმიტო;
პაკეტის ღირებულება - 30.
• იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.
1 გბ – 5 ლარი
3 გბ – 9 ლარი
5 გბ – 12 ლარი
20 გბ – 20 ლარი
• მაგთის მოქმედი მობილური ინტერნეტის საფასური ასეთი იყო:
500 მგ – 3 ლარი
1 გბ – 5 ლარი
2 გბ – 7 ლარი
4 გბ – 10 ლარი
6 გბ – 15 ლარი
ინფორმაცია მაგთიკომის ახალ ტარიფებთან დააკავშირებით ნახეთ ლინკზე: https://bit.ly/2RUN7KN