კვირის ბოლომდე უმეტესად მზიანი და თბილი ამინდი იქნება

21 იანვარი 2019, 00:00 2473 ნახვა

აჭარაში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს +13 გრადუსი იქნება, ხვალ ერთი გრადუსით ნაკლები, ხოლო ოთხშაბათიდან-შაბათის ჩათვლით კი +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.  

26 იანვრამდე საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთისდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექო და თბილი იქნება. განსაკუთრებით კვირის ბოლოს დათბება.

გამონაკლისი მხოლოდ 22 იანვარი იქნება, ხვალ პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა და დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

უნალექო ამინდია იქნება აჭარის მაღალმთიანეთშიც, აქ ტემპერატურა +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი