„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმში“ - კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს პორტთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მიიჩნევენ, რომ ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
განსხვავებული არგუმენტები აქვთ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის მომხრეებს. აქციის მონაწილეებმა დღეს პორტიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს სადაც „ანტიქიმიური კარავი'' გაშალეს მათი თქმით მოქალაქეებს ინფორმაციას, 24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან.