დღეს ნათლისღებაა. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობენ. ქრისტიანულ სამყაროში ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ტაძრებში წყალკურთხევის წესი შესრულდა. შემდეგ კი ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მასობრივი ნათლობა გაიმართა.გვიან ღამით, ბათუმში ტრადიციული ზღვაში შთაფვლა გაიმართა.
სასულიერო პირების მიერ წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი ნათლისღების დღესასწაულს ზღვაში შეხვდა. ნათლისღების სადღესასწაულო წირვა მოსაყდრესთან ერთად აღავლინა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში