სწრაფი რეაგირების ასეული ავღანეთში ჩავიდა

19 იანვარი 2019, 00:00 1251 ნახვა

ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული ავღანეთშია. გამგზავრებამდე მათ სამ თვიანი მომზადება საქართველოში,ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარეს და უმაღლესი შეფასება მიიღეს.

ისინი რამდენიმე დღეში I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი