ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, დღეს უკვე სპეციალისტები სერიოზულ ეპიდაფეთქებაზე საუბრობენ. რაც შეეხება აჭარას, ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
თუმცა უწყება რეგიონის მოსახლეობას მაინც აფრთხილებს და მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად დროულად მიმართონ კლინიკებს, რადგან ის სწრაფად გადამდები ვირუსია და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ ხერხდება. აცრა ყველა პაციენტისთვის უფასოა.