ქედაში, სოფელ ჭინკაძეების მოსახლეობა კარიერის მოპოვების წინააღმდეგ

16 იანვარი 2019, 00:00 1374 ნახვა

ქედაში, სოფელ ჭინკაძეების მოსახლეობა კარიერის მოპოვების წინააღმდეგია.  მოსახლეობამ დღეს კომპანიას  საშუალება არ მისცა სამუშაოები ეწარმოებინა და ტექნიკას ტერიტორია დაატოვებინა . შეგახსენებთ,  აფეთქებების გამო 2 თვის წინ, სოფელში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  მოზარდი გამოსროლილი ქვისგან საკუთარი სახლის ეზოში შედეგად გარდაიცვალა. მოსახლეობა ამბობს, რომ კარიერის მოპოვების დროს აქტიური აფეთქებების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. გარდა ამისა, წარმოიქმნა მეწყრული კერა და მძიმე ტექნიკის გადაადგილებით დაზიანდა საავტომობილო გზა.

ქედის მერიაში ამობობენ, რომ დღეს ტექნიკა ადგილზე მხოლოდ გაწმენდით სამუშაოებს  ასრულებდა  და გააგრძელებს თუ არა სამუშაოებს კომპანია,   ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თვის წინ მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით, სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება მათ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას ედავება. ისინი კარიერის მოპოვებას უნებართვოდ  აწარმოებდნენ. დაკავებულები  წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

ამავე კატეგორიაში