დაიხარჯა თუ არა ფუჭად ნახევარი მილიონი ლარი?

15 იანვარი 2019, 00:00 1818 ნახვა

აჭარის მთავრობა მინიმუმ ერთი წლით აჩერებს, წინა მთავრობის დროს წამოწყებულ ინიციატივას. უფრო  კონკრეტულად კი ამ ეტაპზე არ იგეგმება სამინისტროების და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებისთვის, ერთიანი შენობის აგება. ცნობისთვის, ამ შენობის აგება, ახლახან მომზადებული პროექტის მიხედვით 28 მილიონი ლარი ჯდება. მხოლოდ პროექტი კი რეგიონის ბიუჯეტს უკვე დაუჯდა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

შუშის, მაღლივი ადმინისტრაციული ობიექტის მშენებლობას ამ ეტაპზე ფუფუნებად მიიჩნევს თორნიკე რიჟვაძე. მთავრობა მიზანშეწონილობაზე მსჯელობს და ნაყიდ პროექტში, ცვლილებების შეტანას გეგმავს. მესამე სექტორში კი არათანმიმდევრულობაზე აკეთებენ აქცენტს. რას გადაწყვეტს საბოლოოდ აჭარის მოქმედი მთავრობა,ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეკონომიკის სამინისტრო იმ შენობების საპრივატიზაციო პოტენციალზე იწყებს ფიქრს, რომლებიც ახლის აგების შემთხვევაში გამოთავისუფლდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი