ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს 22 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ყველაზე დიდი თანხა 2 მილიონ 625 ათასი ლარი, სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბიუჯეტში გამოყოფილი 15 მილიონ 36 ათას 800 ლარი ასევე დაიხარჯება ქალაქის პერიფერიული უბნების - ე.წ. ემტეესის, გელაურისა და კარიერის დასახლებების ქუჩების კეთილმოწყობაზე. რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს თბილისის, მეგობრობისა და კოსტავას ქუჩებსაც.
დაგეგმილია დაბა ჩაქვში „ოაზისის“ მიმდებარედ რგინიგზაზე საავტომობილო გზაგამტარის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.