2019 წლის პირველივე წუთზე ბათუმში ანდრია პაქსაძე დაიბადა. სულ რაღაც ორ წუთში კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი ახალშობილი ლილე ლამპარაძე გაჩნდა. 5 წუთის შემდეგ კი საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე შეემატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბაიძეების ოჯახის ისტორია, მათ 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები საბა და სესილი გაუჩნდათ.