„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან გაერთიანებული. უმრავლესობისგან ოთარ კახიძემ თანხმობა ბიუროს სხდომაზევე მიიღო.
გიორგი კახიანმა განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნას კომიტეტს პროცედურა ავალდებულებს. ქართული ოცნების წევრებმა კი გამოთქვეს სურვილი, რომ ხვალ 2 საათზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდნენ, რომლებიც მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ და მოსამართლეების შერჩევის შესახებ მეტი დეტალი მათგან მოისმინონ.