ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მოაწერეს. ძალისხმევის გაერთიანება უკავშირდება ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებს და ინფორმაციის გაცვლას.
ქეთევან ციხელაშვილი კოლეგებს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის თაობაზე, ასევე საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მემორანდუმის მიზანია სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრაა.