ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის „ელჩების კონფერენცია 2018“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ ქართული დიპლომატიის მუშაობის შედეგია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის აქტიური განხილვა.